კიევში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის პოლიცია ავრცელებს. უცნობმა პირმა საელჩოს ტერიტორიაზე დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა ისროლა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცველმა ორგანოებმა აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცეს.
„8 ივნისს, 00:05 საათზე, კიევის პოლიციის განყოფილებაში შემოვიდა ინფორმაცია კიევის შევჩენკოს რაიონში მდებარე აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე აფეთქების შესახებ. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდა ოპერატიული ჯგუფი“, – ნათქვამია უკრაინის პოლიციის განცხადებაში.
კომენტარები