მმართველი კონსერვატიული პარტია დიდი ბრიტანეთის პარლამენტში უმრავლესობით ვერ შევიდა. წინასწარი ინფორმაციით, პარტიას უმრავლესობის მოსაპოვებლად 20 ადგილი დააკლდა.
არსებული მონაცემებით, პრემიერ-მინისტრის კონსერვატიულმა პარტიამ პარლამენტის თემთა პალატაში 650 ადგილიდან 306 მიიღო. მეორე ადგილზე 258 მანდატით ლეიბორისტები გავიდნენ. შოტლანდიის ეროვნულმა პარტიამ 34 ადგილი მიიღო, ლიბერალ-დემოკრატებმა -12, ხოლო დანარჩენმა პარტიებმა 21 მანდატი მოიპოვეს.ამასთან, ჯერ კიდევ 19 ოკრუგში არ არის ხმები დათვლილი.
დიდი ბრიტანეთის ქვედა პალატაში 650 მანდატია. იმისთვის, რომ პარტია უმრავლესობით მოვიდეს, მან 326 მანდატი უნდა მოიპოვოს. წინა მოწვევის პარლამენტში მმართველ კონსერვატიულ პარტიას 330 ადგილი ჰქონდა.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დიდ ბრიტანეთში 8 ივნისს გაიმართა.