საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი თბილისის თავისუფალი “ვალდორფის” კერძო სკოლას ესტუმრნენ.
მაკა ჩიჩუამ როგორც საბავშო ბაღი, ასევე სკოლა დაათვალიერა და “ვალდორფში” არსებულ სწავლის მეთოდებს გაეცნო. სკოლაში სწავლება ხორციელდება ანთროპოსოფიულ ადამიანთმცოდნეობაზე დაფუძნებული საერთაშორისოდ აღიარებული ვალდორფის პედაგოგიკის პრინციპებით. სწავლება ბავშვის და მოზარდის ინდივიდუალურ განვითარებაზე დაკვირვებას და მის ხელშეწყობას, ასევე მათი შესაძლებლობების და პოტენციალის გამოვლინებას ეფუძნება.
პირველი ლედი სკოლის მოსწავლეებთან ერთად ზაფხულის მოსვლის აღსანიშნავ ზეიმს დაესწრო.
საბავშვო ბაღსა და სკოლა “ვალდორფში” ინკლუზიური სწავლების საკლასო ოთახებია, სკოლაში დანერგილია ინტეგრირებული სისტემა და სწავლობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები.
პირველი ლედი სკოლა “ვალდორფში” საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
2016/06/04 17:07:25
ნანახია: 1551 ჯერ