დიმიტრი აბდუშელიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”აქა-იქა შემხვდა, მცირე ნაწილი,მაგრამ ვიღაცეები წერდნენ დვალიშვილის დამარცხებაზე ნიშნისმოგებით…
ცხოვრებაში მერაბზე გამარჯვებულ კაცს ცოტას ვიცნობ, თავისი პატიოსანი შრომით, მომავლის რწმენით, მონდომებით, დისციპლინით გამოიმუშავა და დაიმსახურა პატივისცემა დაფასება, სიყვარული, დიდება და ხანდახან შურიც)) ეგ კი თანმდევია ყველა დიდების. წაბორძიკებისას მათი დროც მოდის ხოლმე, დიდაქტიკურად და ყოვლისმცოდნე ექსპერტობებით, რომ შეგვახსენონ, რა როგორ ჯობდა და ასე შემდეგ..
საქართველოს დროშა რომ აქვს გულზე ამოტვიფრული და გულით სამშობლოს ამხელა სიყვარული დააქვს, საქმით რომ უმტკიცებს ქვეყანას სიყვარულს, ეგ ღირს მარტო ყველაფრად.
შენ გაგიმარჯოს მერაბ, ადამიანობაში უკვე ჩემპიონო კაცო და ღმერთმა სულ გამარჯვებებით გატაროს შენი საქართველოს, შენი ოჯახის და ჩვენი ყველა შენი მეგობრის გულის გასახარად🍷❤️🇬🇪”

