გერმანული მედია მიუნხენში მიმდინარე სპეცოპერაციის დეტალებზე წერს.
გერმანული მედიის ინფორმაციით, პირმა პოლიციელ ქალს საბუთების შემოწმების დროს ესროლა.
პოლიციელი მძიმედ დაჭრილია. ასევე დაშავებულია ოთხი ადამიანი.
მიუნხენის გარეუბანში, უნტერფორინგის სარკინიგზო სადგურზე პოლიცია მასშტაბურ ოპერაციას ამ წუთებშიც ატარებს. სადგურის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.
კომენტარები