თურქეთისა და საბერძნეთის სანაპიროებთან მომხდარ მიწისძვრას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბიძგების სიმძლავრემ 6.3 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიის ეპიცენტრი კუნძულ ლესბოსის სამხრეთით, 5 კილომეტრში იყო.
ბიძგები იგრძნობოდა ათენში, სტამბოლსა და იზმირშიც. მიწისძვრამ ძლიერი ნგრევა ლესბოსსა და ქალაქ პლომარიში გამოიწვია.
დაშავებულია სულ მცირე 10 ადამიანი.
კომენტარები