„გრენფელ თაუერში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ განცხადება ლონდონის პოლიციაში გააკეთეს.
„გრენფელ თაუერში“ ხანძრის მასშტაბურობიდან გამომდინარე, სასწაული უნდა მოხდეს, რომ ვინმე ცოცხალი ვიპოვოთ, – განაცხადა ლონდონის სახანძრო სამსახურის კომისარმა დენი კოტონმა.
უამრავი ადამიანი დაკარგულად ითვლება.
ლონდონის სახანძრო სამსახურის კომისარის თქმით, ხანძარი უკვე სრულად ლოკალიზებულია.
კომენტარები