რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინელ კოლეგას, პეტრო პოროშენკოს პასუხობს.
“ბატონ პოროშენკოს შევაქებ, რომ რუსულ კლასიკას კითხულობს, მაგრამ სამწუხაროა, რომ რუსული პოეზია ურაპატრიოტიზმის მიზნით გამოიყენა, მათ გასაგონად, ვინც უკრაინაში სვასტიკიანი დროშით დარბის და ქვეყნის დანგრევას ცდილობს. ლექსი გრძელდება და რუსი პოეტი ცისფერ მუნდირებს ახსენებს. სჯობს, საკუთარ ქვეყანაში ცისფერჩაფხუტიანთა რაოდენობა დათვალოს”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
გაერო-ს მშვიდობისმყოფელები დონბასში 2015 წლიდან იმყოფებიან.
პეტრო პოროშენკომ უკრაინელებს ვიზალიბერალიზაცია ლერმონტოვის ლექსით მიულოცა: “Прощай, немытая Россия, страна рабов, страна господ” (“მშვიდობით, რუსეთო, შენ, დაუბანელო, ქვეყანავ ბატონთა, ქვეყანავ მონათა”).
უკრაინასა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმი 11 ივნისს ამოქმედდა.
რუსეთის პრეზიდენტი მოსახლეობას პირდაპირ ეთერში პასუხობს. ვლადიმერ პუტინი ყოველწლიურ კითხვა-პასუხის მარათონს მეთხუთმეტედ მართავს.