როგორც ადრე, ხელიდან ხელში, ადამიანები დღეს ქრთამს აღარ გადასცემენ, დახვეწილია ამ დანაშაულის ჩადენის მეთოდი, მაგრამ ამ დახვეწილ მეთოდებს ვპასუხობთ დახვეწილი, შემუშავებული, კოორდინირებული და ორგანიზებული საგამოძიებო მოქმედებების ოპერატიული სამუშაოების ჩატარებით, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა” საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე საუბრისას.
მისივე თქმით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესი რთულია და ის ბევრ კომპონენტს მოიცავს.
„რთულია საზოგადოებისთვის იმის ახსნა, რომ ყოფილმა თანამდებობის პირმა, თუნდაც მოქმედმა თანამდებობის პირმა ქრთამი აიღო, გარეული იყო კორუფციაში და ამ დანაშაულის გამოძიებას ასევე მოქმედი თანამდებობის პირები ვახორციელებთ. პროცესი, რა თქმა უნდა, რთულია და ძალიან მნიშვნელოვანი, ბევრ კომპონენტს მოიცავს, დაადგინო კორუფციულ დანაშაულში მონაწილე პირები, მხარეები, იმიტომ რომ ეს არის იმ კატეგორიის დანაშაული, რომელსაც ადამიანები აშკარად არ ჩადიან. როგორც ადრე ხელიდან ხელში, ადამიანები დღეს ქრთამს აღარ გადასცემენ და დახვეწილია ამ დანაშაულის ჩადენის მეთოდი, მაგრამ ამ დახვეწილ მეთოდებს ვპასუხობთ დახვეწილი, შემუშავებული, კოორდინირებული და ორგანიზებული საგამოძიებო მოქმედებების ოპერატიული სამუშაოების ჩატარებით და შედეგები როგორც ხედავთ სახეზეა“, – განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

