აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს. აღნიშნულის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიქმეთ გაჯიევმა გააკეთა.
მისი თქმით, ეს რეზოლუცია მიკერძოებული დოკუმენტია, რომელიც 20 წუთში მიიღეს და რომელსაც იურიდიული ძალა არ გააჩნია.
გუშინ ევროპარლამენტმა კენჭი უყარა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუციას. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები საქართველოს ურჩევენ, სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიება ჩაატაროს, ხოლო აზერბაიჯანის ხელისუფლებას აფგან მუხთარლის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
კომენტარები