საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის ოჯახის განცხადებას ეხმაურება და კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას, ნებისმიერ დროს შეხვდეს გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს, – ამის შესახებ საქარათველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხაებასია ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ უწყება მზად არის, გიგა ავალინის ოჯახის წევრებს დეტალურად განუმარტოს თითოეული საგამოძიებო მოქმედების და ამ მოქმედებათა საფუძველზე დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების საფუძვლები, ასევე ახალი მტკიცებულებების და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დაიწყოს სხვა პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა.
„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული და ბრალდებულია ოთხი არასრულწლოვანი. მათ შორის ერთს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა), ხოლო სამს 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

