თვითონ აქცია იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი, აბსოლუტურად კანონიერი თავისი შინაარსით, სპონტანური და სახალხო, – განაცხადა ბრალდებულმა მურთაზ ზოდელავამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე.
ზოდელავას თქმით, მან და ირაკლი ნადირაძემ გაუცნობიერებლად გადააბიჯეს ადმინისტრაციის ღობეს.
„იყო ბევრი მითი, სახელმწიფო პროპაგანდაც აპირებდა გარკვეულ მითებს, რასაც შეეწირა კონკრეტული ადამიანი, რომელიც დააკავეს, ბაჩო ახალაიას ვგულისხმობ. ხალხის მასა მე გავიყოლიე მოედნისკენ, მაგრამ როცა იქ მივედი, მოხდა ის, რაც მოხდა, რაც არ იყო არც გეგმაში და არც გათვალისწინებული.
კი, მე და ირაკლიმ გადავაბიჯეთ ადმინისტრაციის ღობეს, არ გამიცნობიერებია ეს ღობე იყო თუ რა იყო“, – აღნიშნა მურთაზ ზოდელავამ.
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე ორგანიზატორთა ნაწილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

