ისრაელის მოქალაქეს პრობლემები შეექმნა, როდესაც რუსეთიდან ესტონეთში სამოვრის შეტანა სცადა.
6 იანვარს, ისრაელის მოქალაქეს ესტონეთში შესვლაზე უარი უთხრეს. ამის მიზეზი სამოვრით საზღვრის გადაკვეთის მცდელობა გახდა.
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების თანახმად, სამოვრები, რომლებიც ტრადიციულად წყლის ასადუღებლად გამოიყენება, შეზღუდული საქონლის კლასიფიკაციაშია შეტანილი და, შესაბამისად, ევროკავშირის ტერიტორიაზე მათი შეტანა აკრძალულია.
ესტონეთის საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტის პრეს-რელიზის თანახმად, 6 იანვარს, ისრაელის 25 წლის მოქალაქე ნარვას სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ესტონეთის ტერიტორიაზე შესვლის მიზნით მივიდა.
მწვანე დერეფნის გავლისას, მას ბარგის დამატებითი შემოწმება მოსთხოვეს, რომლის დროსაც სამოვარი აღმოაჩინეს.
ისრაელის მოქალაქეს გაფრთხილება მისცეს, რის შემდეგაც იგი საზღვრიდან რუსეთში დაბრუნდა.
https://news.err.ee/1609909690/israeli-citizen-gets-into-hot-water-trying-to-bring-samovar-to-estonia

