არაკომპეტენტური და გეოპოლიტიკურად საცოდავად უხერხემლო კაია კალასის ერთ-ერთი რიგითი ქვეშევრდომი, ელჩი ჰერჩინსკი ეროვნული დროშის დღეს, უსამშობლო ნაცმარგინალების გამხნევებით გვილოცავს – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
აბაშიძის თქმით, პოლონელ დიპლომატს, პან ჰერჩინსკის უზრუნველი კარიერა და მსუყე საპენსიო ევროპაკეტი სურს, ამიტომაც ატირაჟირებს ბრიუსელიდან მიღებულ მორიგ ტოქსიკურ სიბრიყვეს.
„არაკომპეტენტური და გეოპოლიტიკურად საცოდავად უხერხემლო კაია კალასის ერთ-ერთი რიგითი ქვეშევრდომი, ელჩი ჰერჩინსკი ეროვნული დროშის დღეს, უსამშობლო ნაცმარგინალების გამხნევებით გვილოცავს. და ამით რას მიაღწევენ იმის გარდა, რომ ევროკრატიისადმი მეტ ნეგატივს გააღვივებენ საქართველოში? 57 თუ 58 წლის პოლონელ დიპლომატს, პან ჰერჩინსკის უზრუნველი კარიერა და მსუყე საპენსიო ევროპაკეტი სურს, ამიტომაც ატირაჟირებს ბრიუსელიდან მიღებულ მორიგ ტოქსიკურ სიბრიყვეს.
ყურადსაღები და სიმბოლური მანიშნებელია, რომ ჯერ კიდევ 2019-2020 წლებში, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა არა ცალკე ძველ ანდა თუნდაც ახლადაშენებულ შენობაში (როგორც მაგალითად, საფრანგეთისა და ბრიტანეთის საელჩოები), არამედ ვაკეში, ერთ-ერთი მრავალსართულიანი სასტუმროს სეგმენტში განთავსდა. საქართველოსთან არაპრიორიტეტული ურთიერთობის ეს სასიგნალო გზავნილი ბევრს რატომღაც გამორჩა…“ – წერს აბაშიძე.

