თავდამსხმელი, რომელიც ელისეს მინდვრებზე პოლიციელთა მანქანას დაეჯახა, საკუთარ ავტომობილში აფეთქდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News ავრცელებს.
საფრანგეთის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელის ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. როდესაც ის პოლიციის მანქანას დაეჯახა, მოწყობილობა აფეთქდა.
პოლიცია ასევე აცხადებს, რომ თავდამსხმელს AK-47 ტიპის იარაღი ჰქონდა და ის ადრე ექსტრემიზმში იყო შემჩნეული.
თავდამსხმელი 31 წლის კაცი აღმოჩნდა, რომელიც პარიზის გარეუბანში ცხოვრობდა.
კომენტარები