პარიზში გუშინ მომხდარი ინციდენტი სამართალდამცველებზე მიზანმიმართული თავდასხმა იყო. განცხადება ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. ელისეს მინდვრებზე დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანა პოლიციის ფურგონს შეეჯახა, რომელსაც ცეცხლი მოედო. მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
სამართალდამცველებმა მის ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღი და გაზის ბალონები აღმოაჩინეს.
კონტრტერორისტული სამსახურის განცხადებით, თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია. მომხდარისთვის ტერაქტის კვალიფიკაცია ჯერ არ მიუნიჭებიათ.
კომენტარები