მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, სადაც დღეს მკვლელობა მოხდა, ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
ადგილზე რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი რჩება.
გარდაცვლილთა ცხედრები ჯერ არ გადაუსვენებიათ პროზექტურაში.
როგორც ადგილობრივები პირველ არხთან საუბარში ამბობენ, მკვლელობის ფაქტი არ დაუნახავთ, თუმცა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ორი ადამიანის განზრახ მკვლელობისა (სსკ-ის 109-ე) და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების (სსკ-ის 236-ე) მუხლებითაა დაწყებული.
კომენტარები
