მუხრანში ორი კაცი მოკლეს – ზურა სამანაშვილი და გია ქილარჯიანი.
არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი მანქანაში ჩაცხრილეს.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება ორი მუხლით, 109-ე და 236-ე, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.
ჯერჯერობით მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები არ ხდება ცნობილი.
კომენტარები
