ავღანეთის სამხრეთით, ქალაქ ლაშკარგაჰში აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას TOLOnews ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ინციდენტი ჰელმანდის პროვინციაში მოხდა, სადაც ბანკის ფილიალთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.
პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენლის ომარ ზვაკას განცხადებით, აფეთქების შედეგად, როგორც სამოქალაქო პირები, ასევე სამხედრო მოსამსახურეები დაშავდნენ.
კომენტარები