სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 20 წელი გავიდა.
2006 წლის 27 იანვარს, „შარდენ ბარში“ შსს-ის იმჟამინდელ მაღალი თანამდებობის პირებს სანდრო გირგვლიანთან და მის მეგობართან შელაპარაკება მოუხდათ.
შურისძიების მიზნით, კუდ-ის უფროსის, დათა ახალაიას დავალებით, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა გირგვლიანი და მისი მეგობარი ძალის გამოყენებით გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე და მიღებული დავალების შესაბამისად, სცემეს და აწამეს.
28 წლის სანდრო გირგვლიანის ცხედარი ოქროყანის სასაფლაოსთან იპოვეს. გირგვლიანის საქმეზე ფორმალურად გასამართლებული 4 პირი მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს შეიწყალა. სააკაშვილს ამ საქმეზე 3 წელი ჯერ კიდევ დაკავებამდე, დაუსწრებლად მიესაჯა.
2024 წელს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე იყო სამართლიანი და მტკიცებულებებით გამყარებული.
გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიება და გასაჯაროება კი „ტელეიმედს“ არ აპატიეს. შვილის მკვლელობაში რეჟიმის მხილება სიცოცხლის ფასად დაუჯდა სანდროს დედას, ირინა ენუქიძეს, რომელიც იქცა სიმბოლოდ უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი დედის.
მკვლელი რეჟიმი – ნახეთ ცოტნე გეგეჭკორის სპეციალურ რეპორტაჟში.
