„ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსვლის მიზეზი იყო პარტიის ჩაკეტილი სისტემა, კარებს უკან შეყუჟული რამოდენიმე ადამიანი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ყველას სახელით,- ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა და ახალი პოლიტიკური მოძრაობის, „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გურამ ჩალაგაშვილმა განუცხადა.
„ჩვენ გარკვევით განვაცხადეთ დღეს, რომ ამ პარტიის დამფუძნებელი არის თითეული მოქალაქე, ყველას, მეც, გიორგი ვაშაძესაც გვაქვს ერთი ხმის უფლება.გადაწყვეტილება მიიღება ყველა დამფუძნებლის მონაწილეობით და არა ისე, რომ ორი-სამი ადამიანი შევიკეტოთ კარებს მიღმა, დავწეროთ საარჩევნო სია, დავნიშნოთ მაჟორიტარები, როგორც ხდებოდა „ნაციონალურ მოძრაობაში“,- აღნიშნა ჩალაგაშვილმა.
კომენტარები