ავღანეთში ამერიკელი ჟურნალისტი დევიდ გილკი მოკლეს. ჟურნალისტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია აშშ-ის ნაციონალურმა საზოგადოებრივმა რადიომ გაავრცელა, რომელშიც გილკი მუშაობდა.
გილკი ფოტოგრაფიით იყო დაკავებული და ავღანეთში ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებთან ერთად მოგზაურობდა. ჟურნალისტს ჰელმენდის პროვინციაში ცეცხლი გაუხსნეს. მასთან ერთად დაიღუპა მისი თარჯიმანი ზაბიჰულა ტამანა. გილკისთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ორი ამერიკელი ჟურნალისტი – ტომ ბიუმანი და მონიკა ევსტატიევა. ისინი თავდასხმის დროს არ დაშავებულან.
დევიდ გილკის კონფლიქტის ზონაში გადაღებული ფოტოებისთვის არაერთი ჯილდო ჰქონდა მიღებული. ის ერაყისა და ავღანეთის კონფლიქტებს, ასევე ისრაელსა და მოძრაობა “ჰამასს” შორის ღაზის სექტორში დაპირისპირებას აშუქებდა.
კომენტარები