ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვისას, სასამართლოსთან დაპირისპირების ფაქტზე 15 ადამიანია დაკავებული. ინფორმაცია imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
კომენტარები
