პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.
როგორც „ქრონიკას“ პროკურატურაში განუცხადეს, მან სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული სისხლის სამართლის ყველა საქმეზე, სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრსა და ჯარიმაზე.
გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ის ასევე მსჯავრდებულია სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაზე, რისთვისაც სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
„მტკვარი ჰესის“ საქმეზე კი მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
