6 ივნისს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების საკითხს განიხილავს. კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
როგორც ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი, შეხვედრაში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანიც მიიღებს მონაწილეობას. საუბარი, ასევე, შეეხება საქართველოს ვიზალიბერალიზაციასა და მოახლოებულ საპარალამენტო არჩევნებს.
“სტრასბურგში ორშაბათს, 6 ივნისს რიგგარეშე შეხვედრაზე მოხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისართან იოჰანეს ჰანთან ევროკომისიის 2017 წლის სამუშაო პროგრამასთან დაკავშირებით და განიხილება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან ერთად. სხვა განსახილველ საკითხებს შორის არის ვიზელიბერალიზაციის შეთახმება და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები საქართველოში”, – ნათქვამია ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დღის წესრიგში.