ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ წარადგენს წინადადებას ვენესუელის მოქმედი დროებითი პრეზიდენტისთვის, დელსი როდრიგესისთვის დაწესებული სანქციების გაუქმების შესახებ.
„მე გამოვალ წინადადებით, რომ მოვუხსნათ სანქციები ვენესუელის დელსი როდრიგესს, როგორც მოქმედ დროებით პრეზიდენტს. მივაღწევთ თუ არა კონსენსუსს, ამას ვნახავთ, ეს ჯერ არ ვიცით“, – აღნიშნა კალასმა.
კომენტარები
