ტაპალპაში ჩატარებული ფედერალური ოპერაციის შემდეგ, რომელსაც „ხალისკოს ახალი თაობის კარტელის“ (CJNG) ლიდერის, ნემესიო ოსეგერას ლიკვიდაცია მოჰყვა, მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ მოცემულ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი მთელ ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
მან ხაზი გაუსვა იმას, რომ დღეს არცერთ ავტომაგისტრალზე ბლოკირებას არ ჰქონია ადგილი და პრაქტიკულად ყველა აქტივობა უკვე აღდგენილია.
მან ასევე განაცხადა, რომ ორშაბათს მუშაობას განაგრძობს სამეთაურო ცენტრი, რომელსაც კოორდინაციას უწევენ უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა დაცვის, თავდაცვის, სამხედრო-საზღვაო ფლოტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები, რათა შენარჩუნდეს მუდმივი კომუნიკაცია შტატების მთავრობებთან.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა გუბერნატორს, რომლებიც მუდმივ კოორდინაციაში იმყოფებოდნენ. განსაკუთრებული აღიარება კი ფედერალურ ძალებს გამოუცხადა.
„მექსიკას ნამდვილად ჰყავს არაჩვეულებრივი შეიარაღებული ძალები; ესენი არიან მომზადებული, პროფესიონალი, დიდი ხედვის, პატრიოტიზმისა და უდიდესი გამოცდილების მქონე მამაკაცები და ქალები. ვუსამძიმრებთ იმ ადამიანების ოჯახებს, რომლებმაც გუშინ სიცოცხლე დაკარგეს“, – დასძინა შეინბაუმმა.
