უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო ბრიუსელსა და კიევს შორის ფარულ გარიგებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ევროკავშირი და უკრაინა კოორდინირებულად მოქმედებენ, რათა შეაფერხონ ნავთობის მიწოდება უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის.
სიიარტო აცხადებს, რომ უკრაინის მხარის მტკიცება ნავთობსადენის ტექნიკური დაზიანების შესახებ სიცრუეა. მისი თქმით, ნავთობსადენი გამართულად მუშაობს, ხოლო კიევის უარი უნგრელი და სლოვაკი ექსპერტების დაშვებაზე ამ ტყუილს კიდევ უფრო აშკარას ხდის.
მინისტრის განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ ევროკავშირი წევრ სახელმწიფოებს გვერდით დაუდგეს, კაია კალასი უნგრელი და სლოვაკი ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნისკენ მოუწოდებს.
უნგრეთი ამ ქმედებებს ქვეყნის სუვერენიტეტზე თავდასხმად აფასებს. სიიარტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბუდაპეშტი არ დაუჭერს მხარს არცერთ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის ინტერესებში შედის, სანამ ნავთობის მიწოდება სრულად არ აღდგება.
„უნგრეთი გააგრძელებს სანქციების მე-20 პაკეტისა და 90 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო სესხის ბლოკირებას მანამ, სანამ ჩვენი ენერგოუსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“, – განაცხადა სიიარტომ.
