თურქეთის ქალაქ ბალიკესირთან ახლოს სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილმა F-16 ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თვითმფრინავის პილოტი, იბრაჰიმ ბოლათი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა სტამბოლი-იზმირის გზატკეცილთან ახლოს მოხდა.
მედიის ცნობით, თვითმფრინავი თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მე-9 ესკადრილიის მთავარ სარდლობას ეკუთვნოდა. მან კატასტროფა აფრენიდან მალევე განიცადა. თვითმფრინავი გეგმურ ფრენას ასრულებდა.
შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში სამართალდამცველები მუშაობდნენ. დაწყებულია გამოძიება.
კომენტარები
