აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას დემოკრატებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ „ამერიკის გადარჩენის აქტს“.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ამ აქტის ფარგლებში თითოეული ამერიკელი ვალდებული იქნება, რომ არჩევნებზე ხმის მიცემისთვის რეგისტრაციისას აშშ-ის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი წარადგინოს.
„მოვითხოვ თქვენგან, დასრულდეს სასიკვდილო ქალაქები, რომლებიც იცავენ დამნაშავეებს და დააწესეთ სერიოზული სასჯელები იმ თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც ბლოკავენ კრიმინალი უცხოელების გაძევებას. უმეტეს შემთხვევაში ნარკობარონების, მკვლელების მთელი ჩვენი ქვეყნის გარშემო. ისინი (დემოკრატები) ბლოკავენ ამ ადამიანების გაძევებას ჩვენი ქვეყნიდან და თქვენ უნდა გრცხვენოდეთ. მოვითხოვ, დაამტკიცოთ „ამერიკის გადარჩენის აქტი“, რათა შეჩერდეს არალეგალი უცხოელების მიერ ხმის მიცემა ჩვენს წმინდა ამერიკულ არჩევნებში. ეს თაღლითობა ყოველმხრივ არის გავრცელებული. ყოველმხრივ. ეს ძალიან მარტივია: ყველა ამომრჩეველმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი. ყველა ამომრჩეველმა უნდა წარადგინოს მოქალაქეობის საბუთი ხმის მიცემისთვის. აღარ იქნება გაყალბებული ბიულეტენები. რატომ არ მოუნდება ვინმეს ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელ საბუთი? ამას ერთი მიზეზი აქვს, რადგან სურთ, ითაღლითონ. ისინი მოიგონებენ ყველა საბაბს, იტყვიან, რომ ეს რასიზმია. მოიფიქრებენ სხვადასხვა რამეს. თქვენც კი გაგიკვირდებათ, რა ფანტაზია აქვთ. მათ სურთ თაღლითობა. მათ მოიტყუეს და მათი პოლიტიკა იმდენად ცუდია, რომ არჩევნებში გამარჯვება მხოლოდ მოტყუებით შეუძლიათ. ჩვენ ამას შევაჩერებთ“, – განაცხადა ტრამპმა.
მიგრანტებზე საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაციაში დაბრუნების შემდეგ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ნული შემთხვევაა, ხოლო წინამორბედის ბაიდენის დროს მილიონობით არალეგალი შევიდა ქვეყანაში.
„მილიონობით შემოდიოდნენ ციხეებიდან, ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან. მოხდა 11 888 მკვლელობა. ისინი შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში. თქვენ ამის უფლება მიეცით“, – განაცხადა ტრამპმა.
