კარასინის თქმით, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით არსებული ვითარება სხვადასხვა დონეზე რუსეთ-ამერიკის კონტაქტის მუდმივ დღის წესრიგშია.
“აშშ-ს წინა ადმინისტრაცია რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ვლადისლავ სურკოვისა და სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის ფორმატში მუშაობდა. მან თანამდებობა დატოვა. ჩვენს უცხოელ პარტნიორებს მუშაობის გაგრძელება შევთავაზეთ. ვაშინგტონი აღნიშნულ იდეას მხარს უჭერს. ველოდებით, რომ ეს მნიშვნელოვანი დიალოგი განახლდება “, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
კომენტარები