ბრიტანეთმა Apple-ის შვილობილი კომპანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დარღვევისთვის 390 ათასი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა.
Apple-ის ირლანდიაში რეგისტრირებულმა ფილიალმა Apple Distribution International Limited შავ სიაში შეყვანილ რუსულ კომპანიას 2022 წლის ივნისსა და ივლისში, ჯამურად 635 ათასი გირვანქა სტერლნგის ოდენობის თანხა ორჯერ გადაურიცხა. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, რუსული სტრიმინგ პლატფორმა, რომელთან ტრანზაქციის გამოც Apple-ი დაჯარიმდა, 2022 წლის მაისამდე რუსეთის უმსხვილეს ბანკს, „სბერბანკს“ ეკუთვნოდა.
კომენტარები
