Bloomberg-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა ყაზახეთს ჩინეთში რუსული ნავთობის ტრანზიტის უფლება ერთი წლით გაუხანგრძლივა.
ყაზახეთის გავლით რუსეთი ნავთობს ჩინეთს აწვდის. ამერიკის ხაზინის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ნავთობსადენით რუსული საწვავის გატარების უფლება ყაზახეთს 2027 წლის 19 მარტამდე აქვს.
როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, ყაზახეთი ჩინეთს წელიწადში 10 მილიონ ტონა რუსულ ნავთობს აწვდის, რაც დღეში დაახლოებით 200 ათასი ბარელია. მოსკოვი და ასტანა ოფიციალურად მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რათა ერთ წელიწადში გატარებული ნავთობის მოცულობა 12,5 მილიონ ტონამდე გაზარდონ.
კომენტარები
