სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში, სადაც ილია მეორის საფლავია, ხალხის ნაკადი არ წყდება – დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-16 დღეა. სიონის ტაძარში ილია მეორის მოსახსენიებელი პანაშვიდი ყოველდღიურად მიმდინარეობს.
მღვდელმსახურები პატრიარქის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსა და პარაკლისს 40 დღის განმავლობაში ყოველდღე აღავლენენ, რასაც ამ დრომდე მრევლის უწყვეტი ნაკადიც უერთდება. სიონის საპატრიარქო ტაძარი დილის 08:00 საათიდან 22:00 საათამდე ღიაა. საზოგადოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყნის წინაშე პატრიარქმა წარუშლელი, ეპოქალური კვალი დატოვა.
კომენტარები
