აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნაზე პასუხისმგებლობა აშშ-ის მოკავშირეებს დაეკისრებათ. მან მოუწოდა მათ, „მოიკრიბონ აქამდე დაგვიანებული სიმამაცე“ და სათავეში ჩაუდგნენ ოპერაციას ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან სანაოსნო გზაზე კონტროლის აღსადგენად.
„მიდით სრუტესთან, უბრალოდ აიღეთ იგი, დაიცავით და გამოიყენეთ თქვენთვის“, – განაცხადა მან მიმართვისას. „რთული ნაწილი უკვე შესრულებულია, ასე რომ, ახლა ეს ადვილი უნდა იყოს.“
„მსოფლიოს იმ ქვეყნებმა, რომლებიც ნავთობს ჰორმუზის სრუტის გავლით იღებენ, თავად უნდა იზრუნონ ამ გასასვლელზე“, – განაცხადა ტრამპმა. „ისინი უნდა გაუფრთხილდნენ მას.“
კომენტარები
