ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მაიკლ მარტინი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება ირანის „ქვის ხანაში დაბრუნების“ შესახებ მიუღებელია. მარტინის თქმით, ირანის მოქალაქეები ომში მონაწილეობას არ იღებენ და ისინი დაცულები უნდა იყვნენ.
„ეს მიუღებელია. ყველა ადამიანისთვის, რომელიც ომშია ჩართული, პრიორიტეტი უნდა იყოს უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა. ჩვენ, შესაძლოა, მუდმივად ვეცადოთ პრეზიდენტ ტრამპის ინტერპრეტირებას იმის მიხედვით, თუ რა თქვა და რა გაკეთდა სინამდვილეში“, – აღნიშნავს ირლანდიის პრემიერ-მინისტრი.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს ირანის განადგურებას და ამ ქვეყნის ქვის ხანაში დაბრუნებას.
კომენტარები
