ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ არაგველის განცხადებით, მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფი შეიჭრა თავშესაფრის ისეთ ტერიტორიაზე, სადაც განთავსებული არიან დაავადებული და დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები.
მისი თქმით, მათ ვოლიერებიდან გამოიყვანეს დაავადებული ძაღლები.
„მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომელიც არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და შემჩნეულია ძალიან ბევრ საპროტესტო აქციაში მონაწილეობაში, მოსულები იყვნენ თავშესაფარში, შევარდნენ. მოხდა თავშესაფრის სრული დარბევა. ტრავმირებული ცხოველი აიყვანეს ხელში და დააგდეს დაბლა, რომელსაც ახლა ჩვენი ვეტერინარები შესაბამის პროცედურებს უტარებენ. ჰქონდათ ძაღლების მოპარვის მცდელობა. რამდენიმე ძაღლი მოიპარეს, მანქანაში ჩასვეს და უნდოდათ ტერიტორიიდან განერიდებინათ. ასევე გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია, რომ ოთხფეხა მეგობარი, რომელიც ახლა ჩვენთან ერთად არის, ვითომ მკვდარი იყო. მოსულები იყვნენ იმისთვის, რომ გაევრცელებინათ ნეგატიური ინფორმაცია“, – აღნიშნა არაგველმა.
