უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი, გენერალი კიტ კელოგი ნატო-ს მოკავშირეებს მშიშრებს უწოდებს და აშშ-ს ახალი თავდაცვითი ალიანსის შექმნისკენ მოუწოდებს.
„ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში კელოგმა ირანთან კონფლიქტში უუნარობის გამო ნატო-ს მოკავშირეები გააკრიტიკა. მისივე თქმით, ალიანსს შეცვლა სჭირდება, რადგან ირანთან ომის დროს ორგანიზაციამ „არაეფექტურობა გამოავლინა“.
„ნატო მშიშარა აღმოჩნდა. შესაძლოა, ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა დაგვჭირდეს“,- განაცხადა კელოგმა.
გამოსავლად მან ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-13 მუხლზე მიუთითა, რომელიც ადგენს, რომ ნებისმიერ მხარეს შეუძლია, ნატო დატოვოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ. მისივე თქმით, საჭიროა ალტერნატიული ალიანსი.
„ხელახალი თავდაცვითი გეგმების შექმნა, შესაძლოა, იაპონიასთან, ავსტრალიასთან და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასთან ერთად, რომლებიც მზად არიან, ბრძოლაში ჩაერთონ, მაგალითად, გერმანიასთან ან პოლონეთთან. უკრაინასთანაც კი, რომელიც ასევე კარგი მოკავშირე აღმოჩნდა“, – განაცხადა კიტ კელოგმა.
