უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ბრიუსელს ისევ აკრიტიკებს და ძალაუფლების ცენტრალიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს.
უნგრეთის პრემიერის თქმით, ბრიუსელის ხედვა არასწორია, რადგან ევროპა სუვერენული სახელმწიფოების ერთად მუშაობით აშენდა და არა იმპერიების შენებით.
„ისინი ფიქრობენ, რომ ევროპა გახდება უფრო კონკურენტუნარიანი და მეტი ძალა ექნება, თუ კონკურენტუნარიანობასა და ავტორიტეტს წაართმევენ მის წევრ ქვეყნებს და ბრიუსელის ცენტრში გადაიტანენ. ეს მოიცავს ეკონომიკას, ახლა განათლებასაც და ჯანდაცვასაც. ბრიუსელს სჯერა, რომ რაც მეტი ძალაუფლება ექნება, უკეთესი იქნება და ისინი ეტყვიან წევრ სახელმწიფოებს, რა გააკეთონ. ბრიუსელს ძალაუფლების ცენტრალიზაცია სურს. ჩვენ უფრო ძლიერი ერები გვინდა. ევროპა სუვერენული სახელმწიფოების ერთად მუშაობით აშენდა და არა იმპერიების აშენებით. ჩვენ, პატრიოტები ამას აღვადგენთ“, – განაცხადა ორბანმა.
