სინოდის დღევანდელ სხდომაზე განისაზღვრა გარკვეული პროცედურები შემდეგი სინოდისა და გაფართოებული კრების გასამართად. მათ შორის, ჩამოყალიბდა სამი კომისია: სამანდატო, ხმის დამთვლელი და სარედაქციო, – განუცხადა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისივე თქმით, სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება, სადაც პატრიარქობის სამი კანდიდატი შეირჩევა.
„განისაზღვრება კომისიაში შემავალი წევრების საკითხი. კომისიის სახელწოდებები თავად ლაპარაკობს მის ფუნქციაზე. პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებული პროცესი არ არის მარტივი პროცესი – უნდა დაითვალოს ხმები, მით უმეტეს, გაფართოებულ სხდომაზე ბევრი დელეგატი იქნება და მოწესრიგებულად უნდა იყოს ყველაფერი. არ უნდა დარჩეს ორაზროვნება არცერთ საფეხურზე. ამიტომ, საორგანიზაციო კუთხით ბევრი რამ არის გასაკეთებელი და საჭიროა შეთანხმება ამ თემებზე. ვიცით, რომ გაფართოებული სხდომა გაიმართება სამების ტაძარში, შემდეგი სინოდის სხდომა კი, გაიმართება 24 აპრილს“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.
