ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ირანზე დარტყმებს გააგრძელებს.
თელ-ავივში, ისრაელის შეიარაღებული ძალების შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა: „ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან ერთად, ჩვენ ვაგრძელებთ ირანის ტერორისტული რეჟიმის განადგურებას. ჩვენ ვანადგურებთ მეთაურებს და ვბომბავთ ხიდებსა და ინფრასტრუქტურას“.
მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა „ირანის ფოლადის წარმოების სიმძლავრის 70% გაანადგურეს“, რაც ირანის სამხედროებს ართმევს „როგორც დაფინანსების წყაროებს, ასევე დიდი რაოდენობით იარაღის წარმოების შესაძლებლობას“.
„ჩემსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის, ასევე ისრაელის თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის სამხედროებს შორის სრული კოორდინაციით, ჩვენ გავაგრძელებთ ირანის განადგურებას. ეს რეჟიმი სუსტია, როგორც არასდროს – ისრაელი კი ძლიერია, როგორც არასდროს“, – განაგრძო ნეთანიაჰუმ.
მან დასძინა, რომ ისრაელის სამხედროები აგრძელებენ „ჰეზბოლაზე ძლიერი დარტყმების მიყენებას“ და „უსაფრთხოების ზონის გაფართოებას“ სამხრეთ ლიბანში, სადაც ისრაელის ძალებმა სახმელეთო ოპერაცია წამოიწყეს.
