„თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაში ნათქვამია, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ორი ახალგაზრდა პირის გარდაცვალების მიზეზი გაზის გაჟონვაა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ორი ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიზეზი გაზის გაჟონვაა, სიმართლეს არ შეესაბამება. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მსგავსი შემთხვევების დროს დაუზუსტებელი ვერსიების გავრცელება არასწორია.
თბილისი ენერჯის სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის შემოწმების შედეგად ცეოს (ნამწვის), ან გაზის გაჟონვის კვალი არ ფიქსირდება, შესაბამისად აღნიშნული შემთხვევა გაზთან კავშირში არ არის“, – ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი თბილისში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
