9 აპრილს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +11 და ღამით +5 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი ზუგდიდშიც იქნება, დღისით ტემპერატურა +11, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმში ღრუბლიანი დღეა. +10 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში ღრუბლიანი, მაგრამ უნალექო ამინდია. დღისით +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში წვიმიანი ამინდია, დღისით +10 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც წვიმიანი დღეა, დღისით +7 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი იქნება.
ნალექს ახალქალაქშიც ელოდებიან. ტემპერატურა დღისით +6, ღამით კი -2 დაფიქსირდება.
ბორჯომში ნალექიანი დღეა, +5 იქნება დღისით, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -8 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +10 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება და იქნება წვიმა.
გუდაურში ღრუბლიანი ამინდია. დღის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება. ომალოში იწვიმებს, დღისით +3, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავში, +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექი გურჯაანშიც იქნება. დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში ღრუბლიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.
