თურქეთის პოლიციამ ადამიანთა უფლებამცველი ორგანიზაციის წევრები დააკავა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი შეხვედრას მართავდნენ. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
ღონისძიება, რომლის ფარგლებში ადამიანთა უფლებადამცველ ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის გაცვლაზე იმსჯელეს, სტამბოლის მახლობლად ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა.
სამართალდამცავები ოთახში შეიჭრნენ და 12 ადამიანი დააკავეს, მათ შორის Amnesty International-ის თურქული ფილიალის ხელმძღვანელი იდილ ესერი. დაკავებულთა შორის არიან ასევე ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციის შვიდი წევრი, ორი უცხოელი ინსტრუქტორები – გერმანიიდან და შვედეთიდან, ასევე სასტუმროს მფლობელი.
კომენტარები