ძალიან მნიშვნელოვანი კვლევაა და ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, – ასე აფასებს ირაკლი კირცხალია „ატლანტიკური საბჭო“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რისი მიხედვითაც საქართველო ხანგრძლივი დემოკრატიზაციით ევროპის და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია, კეთილდღეობის 12 წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აღნიშნავს, რომ თითოეული ასეთი კვლევა და განსაკუთრებით ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის კვლევები, ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ყველაფერი სწორ პოლიტიკაზე მიუთითებსდ
„ეს არ არის პირველი და ბოლო კვლევა „ატლანტიკური საბჭოსი“, ჩვენ გვახსოვს სხვა, მნიშვნელოვანი მიმართულებები, მათ შორის დემოკრატიული მდგომარეობა, სასამართლოს ინსტიტუციის შეფასება, ადამიანის უფლებების შეფასება მათი მხრიდან და ახლა ეს, რასაც დღეს ვხედავთ. ამ ორგანიზაციის მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგები მიუთითებს იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება, ქვეყანა და გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია, გუნდი, რომელსაც აქვს საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
