საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით თურქეთში იმყოფება. შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტთაშორისი კავშირის 152-ე ასამბლეის სხდომაში, რომელსაც წელს სტამბოლი მასპინძლობს.
დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა და არაერთი პირისპირ შეხვედრა. ფორუმზე 160-მდე ქვეყნის 2 500-ზე მეტ წარმომადგენელს ელოდებიან.
დისკუსიის მთავარი თემა მომავალი თაობებისთვის მშვიდობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფაა.
კომენტარები
