მნიშვნელოვანია 152-ე სესიის მიზანი, ეს არის მშვიდობის, სამართლიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის, – განუცხადა თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.
ბითაძის თქმით, შესაბამისია ის გზავნილები, რომლებიც საქართველოს დელეგაციას ექნება.
„მნიშვნელოვანია 152-ე სესიის მიზანი, ეს არის მშვიდობის, სამართლიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის. შესაბამისია ის გზავნილები, რომლებიც ჩვენს დელეგაციას ექნება როგორც ორმხრივი შეხვედრების დროს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლის დროს.
ჩვენი ორმხრივი შეხვედრებიც სწორედ დაეთმობა კავშირების გამყარებისა და შესაძლებლობების გაჩენის პერსპექტივებს“, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტამბოლში ვიზიტით იმყოფება. პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა. ასევე, შალვა პაპუაშვილი სტამბოლში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. დელეგაციაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.
