კრიტიკოსები რა თქმა უნდა, არ დაილევიან განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვაკის რაიონის დელეგატმა ზუკა რურუამ.
დეპუტატი გამოეხმაურა საქართველოში ტრამპის ორგანიზაციის მასშტაბურ პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. მისი თქმით, ემაარ ჯგუფის შემოსვლასაც მათი მხრიდან ანალოგიური კრიტიკა მოჰყვა.
„ცოტა ხნის წინ იგივე ვნახეთ, როდესაც ემაარ ჯგუფი შემოვიდა. ეს არამარტო ეკონომიურად იქნება სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე პოლიტიკურადაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება როგორც ჩვენი, ასევე აშშ-ის მხრიდან. ჩვენ მზად ვართ ასეთი გამოწვევებისთვის, რომელიც ქვეყანას ბევრ სიკეთეს მოუტანს“, – აღნიშნა რურუამ.
კომენტარები
