ქვეყანამ უმძიმეს გამოწვევებს გაუძლო – შანტაჟს, ზეწოლას. ვერანაირი ბლაჟევიჩები და აკერმანები მოსახლეობას შეცდომაში ვერ შეიყვანენ, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძემ.
დეპუტატი გამოეხმაურა „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
„ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა, შემოდის ინვესტიცია და ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევენ გარედან დაფინანსებული ისეთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, როგორებიც აკერმანები და ბლაჟევიჩები არიან“, – აღნიშნა ბერაძემ.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჩეხმა აქტივისტმა იგორ ბლაჟევიჩმა, ოპოზიციასა და მათ თანამოაზრე ორგანიზაციებს რევოლუციური პროცესების მზადების შესახებ ტრენინგი ჩაუტარა, ახლა კი სამოქმედო გეგმას უწერს.
