ჩვენ გვჭირდება პირისპირ შეხვედრები, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს რამდენჯერმე ესაუბრა ტელეფონით, თუმცა სატელეფონო საუბარი არასდროს არის საკმარისი.
„თუ გვსურს, რომ გადავწყვიტოთ ორმხრივი საკითხები, აუცილებლად გვჭირდება პირისპირ შეხვედრები. მოხარული ვარ, რომ პირადად შეგხვდით ბატონო პრეზიდენტო და ვიმედოვნებ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რომ ჩვენი შეხვედრა პოზიტიური შედეგის მომტანი იქნება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
კომენტარები